ცხელი ხაზი : 599647050

კომისიის ერთობლივი სხდომა 30.08.2021

30 აგვისტო, 2021

დღეს, 30 აგვისტოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების ერთობლივი სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე დალი კვარაცხელია.

კომისიების ერთობლივ სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ობიექტებისა და პრივატიზების გეგმის შესახებ

პროექტის წარმომდგენი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის განყოფილების უფროსი

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

პროექტის წარმომდგენი: თეიმურაზ მებონია, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის განყოფილების უფროსი

3.სხვადასხვა

 

გააზიარე