ცხელი ხაზი : 599647050

ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების კომისიის სხდომა

27 მარტი, 2018

27 თებერვალს 14:00 საათზე გაიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონებრივი მართვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების კომისიის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები. სხდომას თავმჯდმარეობდა კომისიის თავმჯდომარე დალი კვარაცხელია. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. 2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საგზაო მოძრაობის დაგეგმვისა და რეგულირების წესის დადგენის შესახებ. 3.„საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

გააზიარე