ქონებრივი მართვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების კომისია 20.11.2018
20 ნოემბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა საკრებულოს ქონებრივი მართვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების კომისიის სხდომა. სხდომას თავმჯდმარეობდა კომისიის თავმჯდომარე დალი კვარაცხელია. განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხედვისა და საშუალოვადიანი პრიორიტეტების დოკუმენტის თაობაზე.
2. "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შევსებისა და წარმოების, მათი აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმების დამტკიცების თაობაზე" წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 25 აპრილის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
3. სხვადასხვა
ა) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტალის შესრულების მიმოხილვა ნაზარდი ჯამით.