ცხელი ხაზი : 599647050

კვლევები ,ზრდასრულთა განათლების საკითხებთან დაკავშირებით

21 May, 2019

ქალაქ ჯვარის სათემო განათლების ცენტრის დონორი და პარტნიორი ორგანიზაციის DVV INTERNACIONAL-ის წარმომადგენელი, DVV INTERNACIONAL-ის საქართველოს ოფისის დირექტორის მოადგილე ლიკა კაციტაძე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს სევერიანე შეროზიასა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლების, ძეგლთა დავცის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა, შეხვედრას ესწრებოდა მერიის დონორებთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის წარმომადგენელი ხათუნა თორდია..
დღევანდელი შეხვედრის მიზანი კი გახლდათ კვლევებში მონაწილეობის მიღება ზრდასრულთა განათლების საკითხებთან დაკავშირებით. 
საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წელს სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და 2006 წლიდან მისივე ძალისხმევით დაარსებულ ზრდასრულთა განათლების რეგიონულ ცენტრებს აერთიანებს. 
ცენტრი ქალაქ ჯვარში, ადგილობრივი თემის განვითარების ხელშესაწყობად, წარმატებით ახორციელებს ზრდასრულთა განათლების პროექტებს და ადგილობრივ მოსახლეობას პიროვნულ განვითარებასა და პროფესიული უნარების ათვისებაში ეხმარება . განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფების სოცილურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში და თემში მათ ინტეგრაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს..
მთლიანად საქართველოში ცენტრების საგანმანათლებლო პროგრამები სხვადასხვა სახელობო კურსების სახით დასაქმებისა და კარიერული წინსვლისათვის აუცილებელ საბაზისო კომპეტენციებსა და ცოდნას სთავაზობენ მოსახლეობას.

გააზიარე