ცხელი ხაზი : 599647050

კვლევის შედეგების პრეზენტაცია

18 ივნისი, 2019

 

      18 ივნისს,  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის    სხდომათა   დარბაზში  ჩატარდა   კვლევების  - „საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ევროინტეგრაციისა და ბიზნეს კომპანიების მიმართ“ და „ბიზნეს კომპანიები საქართველოში: დამოკიდებულება, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ“ პრეზენტაცია, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბ-ორგანიზაცია ასოციაცია „ათინათის“ წარმომადგენლებმა გამართეს.

    კვლევის შედეგების პრეზენტაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის    ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები დაესწრნენ.

     კვლევა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში 2017 - 2018 წწ პერიოდში CRRC საქართველომ ჩაატარა.

პროექტი - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარები სინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით.

 პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
”Georgian Civil Society Sustainability Initiative” was developed and is implemented by the consortium lead by the Konrad­-Adenauer­-Stiftung in cooperation with four Georgian Civil Society Organizations: Civil Society Institute (CSI), Center for Training and Consultancy (CTC), Center for Strategic Research and Development of Georgia (CSRDG) and Education Development and Employment Center (EDEC).The project is funded by the European Union and co-funded by the Konrad-Adenauer-Stiftung

გააზიარე