ცხელი ხაზი : 599647050

ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

9 აგვისტო, 2019

 

       ჩქვალერის ადმინისტრაციულ  ერთეულში, ლეფიფიეს  უბანში  საავტომობილო  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები  აქტიურად  მიმდინარეობს.
    გეგმის მიხედვით,   აქ   ბეტონის საფარის, მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა განხორციელდება. 
       სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 797 829 ლარს. 
       სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ბეტკო"ასრულებს.
პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.

      მიმდინარე  სამუშაოები  დაათვალიერეს   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ  და  მერიის  ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა  ჯემალ    კვარაცხელიამ.  

გააზიარე