ცხელი ხაზი : 599647050

ლეფიფიეს უბანში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

9 ივლისი, 2019

        წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის   მერმა  ბესიკ  ფარცვანიამ  ჩქვალერის  ადმინისტრაციულ  ერთეულში, ლეფიფიეს   უბანში  საავტომობილო    გზის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.   

    გეგმის  მიხედვით    ბეტონის  საფარის,   მონოლითური    რკინა-ბეტონის    კიუვეტებისა  და      ეზოებში   შესასვლელების    მოწყობა       განხორციელდება,     

    სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს  797  829  ლარს.

     სამუშაოებს  ტენდერში  გამარჯვებული  კომპანია  შპს "ბეტკო"ასრულებს.

   პროექტი  რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით   ფინანსდება.


გააზიარე