ცხელი ხაზი : 599647050

ლესალეს ციხე- ქალაქზე არქეოლოგიური გათხრები გრძელდება.

25 აგვისტო, 2021

ამჟამად არქეოლოგთა ჯგუფი, გერმანიის იენის უნივერსიტეტის პროფესორის, ქ-ნ ანიგრეტ პლონტკეს ხელმძღვანელობით ატარებს სამუშაოებს. ქართული მხრიდან კი  გათხრების პროცესს  ხელმძღვანელობს არქეოლოგი თენგიზ ესებუა.

პროცესში, ასევე, ჩართული არიან ქართველი დოქტორანტი თამარ გიორგაძე და სტუდენტი ნოდარ კუკავა , გერმანელი მეცნიერი   ფრანკ შლაიხერი.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია და მერიის კულტურის, განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის  სპეციალისტი ზურაბ სამუშია.

2013  წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგებმა სოფელ ლესალეში არქეოლოგიური გათხრები დაიწყეს. ყველაფერი  კი იმით დაიწყო, რომ ლესალეს მკვიდრმა მიწის დამუშავებისას საკუთარ მამულში თიხის ჭურჭლის ფრაგმენტი წლების წინ აღმოაჩინა.

შეგროვილი ნიმუშების  გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ ნივთები ჩვ.წ.აღ 1 ათასწლეულით თარიღდება.

ამ აღმოჩენებით შემდეგ დაინტერესდნენ არქეოლოგები.

გააზიარე