ცხელი ხაზი : 599647050

ლეშამგეს საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

12 იანვარი, 2018

       ჩქვალერის ადმინისტრაციული ერთეულის, ლეშამგეს უბანში საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია ეზოს კეთილმოწყობის ჩათვლით, აქტიურად მიმდინარეობს . სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული ინდ.მეწარმე ,,იმედი ხარჩილავა.“ სამუშაოები მიმდინარეობს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანადაფინანსებით. ღირებულება შეადგენს 84 ათას 625 ლარს. ლეშამგეს უბნის საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია   2018 წლის მარტის ბოლოს   დასრულდება.

     საბავშვო ბაღი გათვლილია 40-50 აღსაზრდელზე. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ , მერის პირველმა  მოადგილე  გიორგი  ლუკავამ და მერიის არქიტექტურის , ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ.

გააზიარე