ცხელი ხაზი : 599647050

ლია-პალურის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

11 დეკემბერი, 2018

ლია-პალურის  გზის  სარეაბილიტაციო  სამუშაოები   გრძელდება.

ამ  ეტაპზე   გზის  საფართან ერთად   სანიაღვრე  არხების  მოწყობის   სამუშაოები  მიმდინარეობს.

  დღეს, 11 დეკემბერს,  სამუშაო  პროცესს ადგილზე გაეცნენ  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია, მერის  პირველი  მოადგილე  გიორგი  ლუკავა და  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერიის  ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის  სამსახურის  უფროსი  ჯემალ  კვარაცხელია.

 შეგახსენებთ, რომ საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო (EIB) დაფინანსება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის (GURAD) განსახორციელებლად . ამ თანხებიდან დაიწყო „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პალურის გზის სრული რეაბილიტაცია“. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია შპს „ ბლექსიგრუპი“. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს-3.678.193.77ლარს.   

გააზიარე