ცხელი ხაზი : 599647050

მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მხატვრობაზე საკონსერვაციო სამუშაოები დასრულდა

31 ივლისი, 2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის ჩრდილოეთ მკლავისა და ჩრდილო-დასავლეთ მკლავებს შორის სივრცის XIV-XVII საუკუნეების მხატვრობაზე საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა.

       ტაძრის ინტერიერში საკონსერვაციო სამუშაოებს რესტავრატორთა ჯგუფი მხატვარ-რესტავრატორ მერაბ ბუჩუკურის ხელმძღვანელობით ახორციელებს. 

      სარესტავრაციო ჯგუფის  წარმომადგენლები გახლავთ რესტავრატორები : ზაზა სუმბაძე,მერაბ ბუჩუკური,ვასილ ბუჩუკური,ირაკლი ჭეიშვილი,გურამ გასიტაშვილი .

     სტუდენტები: თამთა თოიძე,,გოგა გოგატიშვილი,ნინი სტურუა,გვანცა გულბათაშვილი,ინა მახარობლიშვილი,ლიკა მახარობლიშვილი,აკაკი წერეთელი,ქეთევან გიორგაძე.

გააზიარე