ცხელი ხაზი : 599647050

მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

13 ივნისი, 2019

 ➡️   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მედანის  ადმინისტრაციულ  ერთეულში    საავტომობილო  გზის  7  კილომეტიანი მონაკვეთის სრული  რეაბილიტაცია  დაიწყო. ამ  ეტაპზე  მიწის  ვაკისის  მოხსნა  მიმდინარეობს.

➡️   სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს 4  525   548 ლარს.  სამშენებლო  სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული  კომპანია  პასაჟი-საქართველო   ასრულებს.

➡️    პროექტი გააუმჯობესებს   ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს.

➡️   გზების  გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ ტერიტორიაზე  მცხოვრებთ   35  წელია    უგზოობა  აწუხებთ  .  

   ➡️ მიმდინარე  სამუშაოები  დაათვალიერეს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ ფარცვანიამ და     მერიის   ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა  და   მშენებლობის  სამსახურის  უფროსმა  ჯემალ კვარაცხელიამ.

   ➡️   სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტების   ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

გააზიარე