ცხელი ხაზი : 599647050

მედანში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა იწყება

7 აგვისტო, 2019

      მედანის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  ახალი    საექიმო  ამბულატორიის   მშენებლობა  იწყება.   ამ  ეტაპზე   ძველი  შენობის  დემონტაჟი   მიმდინარეობს.

     სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება    შეადგენს    83`450.00  ლარს.   სამუშაოებს  ტენდერში  გამარჯვებული კომპანია   „შაკო+“ ასრულებს.

    მიმდინარე  სამუშაოებს  ადგილზე  გაეცნენ   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ ფარცვანია  და  წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის მერიის  ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯემალ   კვარაცხელია.

 ამბულატორიების მშენებლობა კიდევ  ნაკიფუს, ჩქვალერისა და  ფახულანის  ადმინისტრაციულ ერთეულებში  განხორციელდება.     

   მედანში, ნაკიფუსა და  ჩქვალერში  ამბულატორიების  მშენებლობა რეგიონული  განვითარების  პროექტების  ფონდიდან გამოყოფილი  თანხებით  ფინანსდება, ფახულანში კი  მშენებლობა   არასამთავრობო  ორგანიზაცია  „ თემი  და  გარემო“-ს  დაფინანსებით განხორციელდება.  

გააზიარე