ცხელი ხაზი : 599647050

მიგრანტებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა დაიწყო

9 ივლისი, 2019

✔ ფონდმა „ ინტერკონტმა“ (AIC) „ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის“ ფინანსური მხარდაჭერით, „ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა საინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2019 წლიდან დაიწყო პროექტის, „ რეგიონში დაბრუნებული მიგრანტებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის გარემოს შექმნა“ განხორციელება. ✔ ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, 8 ივნისს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდა მერის მოადგილე სევერიანე შეროზია. ✔ პროექტის მიზანია - არალეგალურად მყოფი , სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების წინაშე წარმოშობილი სირთულეების დაძლევასა და საზოგადოებაში ღირსეული რეინტეგრაციისათვის რელევანტური სერვისების შეთავაზება. ✔ პროექტი ითვალისწინებს - სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას ( მწვავე, ქრონიკული სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე პირთათვის) ✔ საშემოსავლო ბიზნეს პროექტების დაფინანსებას, შემოსავლების წყაროების გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით. ✔ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიულ მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობას. ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ფონდი „აფხაზინტერკონტი“ ოფისს ქალაქ ქუთაისში ნინოშვილის # 101, ასევე დარეკოთ ცხელ ხაზზე 598 71 07 77

გააზიარე