ცხელი ხაზი : 599647050

მიქავას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

25 ოქტომბერი, 2017

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის (6.1) კმ-ზე რეაბილიტაცია   აქტიურად  მიმდინარეობს.

  პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომლის ოდენობა შეადგენს 2 386 378 ლარს .

 სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ წალენჯიხის საგზაო სამმართველო“.

  მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი.        

გააზიარე