ცხელი ხაზი : 599647050

მიქავას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

8 სექტემბერი, 2017

     წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის  მიქავას   ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრალური  საავტომობილო  გზის (6.1) კმ-ზე   რეაბილიტაცია  დაიწყო. 

ამ  ეტაპზე  მიმდინარეობს  გზის  საფარის  მოხრეშვა-მოშანდაგების  სამუშაოები.

      პროექტი  ხორციელდება  საქართველოს  რეგიონებში  განსახორციელებელი პროექტების  ფონდიდან გამოყოფილი თანხებით,  რომლის  ოდენობა  შეადგენს    2 386 378 ლარს  . სამუშაოებს  ასრულებს  ტენდერში  გამარჯვებული   კომპანია  შპს  „ წალენჯიხის  საგზაო  სამმართველო“.

    მიმდინარე  სამუშაოებზე  დასაქმებულია  50-მდე  ადგილობრივი  მუშახელი.

   სამუშაოები დაათვალიერეს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა ბესიკ  ფარცვანიამ და  საკრებულოს  თავმჯდომარე  თემურ  ღვინჯილიამ.

   წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელმა  პირებმა  ამავდროულად დაათვალიერეს  მიქავას  ადმინისტრაციულ  ერთეულში მიმდინარე  წყალგაყვანილობის  სისტემების  რეაბილიტაცია.

გააზიარე