ცხელი ხაზი : 599647050

მიქავას საავტომობილო გზის რეაბილიტაცია განახლდა

1 May, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ    და  მერის  მოადგილე  გიორგი  ლუკავამ  მიქავას ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საავტომობილო გზის  განახლებული  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

 მიქავას ადმინისტრაციული ერთეულში, ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (6.1) კმ-ზე მანძილზე მიმდინარეობს. პროექტი ხორციელდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით, რომლის ოდენობა შეადგენს 2 386 378 ლარს .

 სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ წალენჯიხის საგზაო სამმართველო“. მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მუშახელი. პროექტი 2018 წლის ივნისში დასრულდება.

გააზიარე