ცხელი ხაზი : 599647050

მიმდინარე წელს ქალაქ წალენჯიხაში გაზგაყვანილობის დაქსელვის სამუშაოები განხორციელდება

11 April, 2019

   2019  წლის  5  აპრილის , საქართველოს    მთავრობის   განკარგულება   # 791 -ის საფუძველზე  დამტკიცდა  გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც,  შპს  ‘ საქართველოს  გაზის ტრანსპორტირების  კომპანიამ“  2019-21  წლების  მანზილზე  უნდა  უზრუნველყოს    ქვეყნის  მასშტაბით 223  დასახლებულ პუნქტში  არსებული 58 894  აბონენტის  ბუნებრივი  გაზით  მომარაგების  მიზნით  გაზიფიცირების  საპროექტო  და  სამშენებლო  სამუშაოების განხორციელება, რომლის  სავარაუდო  ჯამური  ღირებულება  შეადგენს  209 000 000 ლარს.

   აქედან გამომდინარე, ქალაქ  წალენჯიხაში  2019  წელს  იწყება  დაქსელვის  სამშენებლო სამუშაოები.

      2020  წელს  განხორციელდება ჯვარის, ჩქვალერის, ლიას, საჩინოს, ფახულანის, მედანის, ობუჯის ნაკიფუს, ჭალეს, ჯგალის, მიქავას, ეწერისა და  მუჯავას  საპროექტო  სამუშაოები.  2021  წელს  კი   დაიწყება   ამ   ტერიტორიაზე  გაზგაყვანილობის დაქსელვის სამუშაოები.

  იხილეთ თანდართული ფაილები

გააზიარე