ცხელი ხაზი : 599647050

მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები

5 ნოემბერი, 2019

➡        სამეგრელო-ზემო   სვანეთის   მხარის   რწმუნებულის   მოადგილემ   ლუდუკ  ხასიამ, წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის   მერმა   ბესიკ   ფარცვანიამ   და   მერის   პირველმა   მოადგილემ   ცოტნე    შონიამ    ქალაქ  წალენჯიხაში  სოხუმის ქუჩის  ასევე    მედანისა  და  ჩქვალერის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  მიმდინარე  საგზაო  ინფრასტრუქტურის  მოწყობის  სამუშაოები  დაათვალიერეს.
 ➡️ ქალაქ წალენჯიხაში, სოხუმის   ქუჩაზე   საავტომობილო   გზის   რეაბილიტაციასთან  ერთად  სანიაღვრე  არხების  მოწყობა   მიმდინარეობს.
➡️ აღნიშნულ    სამუშაოებს     ტენდერში   გამარჯვებული     შპს"წალენჯიხის საგზაო სამმართველო"   ასრულებს.        სახარჯთაღრიცხვო    ღირებულება     900 848 ლარს შეადგენს .

 ➡️ამ  ქუჩის  მოსახლეობას   წლების    მანძილზე    არსებული   პრობლემა    მოუგვარდება და გრუნტის ნაცვლად, მოწესრიგებული   გზით   ისარგებლებენ.

 ➡️  წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის   მედანის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  კი    საავტომობილო   გზის  7  კილომეტიანი   მონაკვეთის სრული     რეაბილიტაცია     ინტენსიურად  მიმდინარეობს.  

➡️   სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს 4  525   548 ლარს. 

➡️      სამშენებლო  სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული  კომპანია  პასაჟი-საქართველო   ასრულებს.

➡️    პროექტი გააუმჯობესებს   ადგილობრივი გზის უსაფრთხოებას და ხარისხს.

➡️   გზების  გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ამ ტერიტორიაზე  მცხოვრებთ   35  წელია    უგზოობა  აწუხებთ  .  ამავდროულად აღნიშნული  გზა  მოსახლეობას  საჩინოს  ადმინისტრაციულ  ერთეულთან  აკავშირებს.

   ➡️   სამუშაოები  რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტების   ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

 

➡ წალენჯიხის   მუნიციპალიტეტში,   ჩქვალერის    ადმინისტრაციულ   ერთეულში, ლეფიფიეს უბანში   საავტომობილო    გზის    სარეაბილიტაციო    სამუშაოებიც   ინტენსიურად მიმდინარეობს.
 
➡ გეგმის მიხედვით, ბეტონის საფარის, მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების   მოწყობა    განხორციელდება.
➡ სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 797 829 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ბეტკო"ასრულებს.
➡ პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.
➡ გზის     პრობლემა    მოსახლეობასთან    გამართულ "ღია შეხვედრაზე" იქნა   წამოჭრილი. მაშინ ჩქვალერის    მოსახლეობამ    ძირითად    პრიორიტეტად    სწორედ    გამოკვეთა   შიდა   გზების მოწესრიგება.
➡ გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ტურისტული პოტენციალითაც, სწორედ ჩქვალერში მდებარეობს ინწრას ჩანჩქერი.
➡ გზის   რეაბილიტაციის    შემდეგ,  ადგილობრივები    და    ტურისტები    განახლებული   გზით შეძლებენ   სარგებლობას.

გააზიარე