მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ
სამეგრელო-ზემო სვანეთის ონკოლოგიური ცენტრისა და სხივური მედიცინის ცენტრის ერთობლივი ინიციატივითა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით, კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხაში, კლინიკა „ლასტანი“-ს შენობაში, დღეს 6 თებერვალს, დილიდან ტარდება უფასო სამედიცინო გამოკვლევები.
მოქალაქეებს ემსახურებიან სხვადასხვა პროფილის მაღალი კვალიფიკაციის ექიმები:
პროფესორი თემურ ქემოკლიძე-ქირურგი.
პროფესორი იგორ მარდალეიშვილი-გინეკოლოგი.
პროფესორი დავით ღვინიაშვილი-თავ-კისრის ქირურგი.
თინათინ დუნდუა-მამოლოგი.
სალომე ესაკია-ონკოლოგი.
ბექა ასლანიშვილი- გასტროენტეოროლოგი, ენდოსკოპისტი.
ლალი გოგია-ექოსკოპისტი.