ცხელი ხაზი : 599647050

მომავალი წლიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირება დაიწყება

10 ნოემბერი, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.
ნათია თურნავას ინფორმაციით, სამეგრელოს სრული გაზიფიცირების პროცესი ორ წელიწადში დასრულდება. ეს განცხადება მან წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. 
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, სამეგრელოში ბოლო წლების განმავლობაში გაზიფიცირების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა - სახელმწიფოს, კერძო კომპანიების და „სოკარის“ მონაწილეოებით უკვე 4 მუნიციპალიტეტის 70 000-მდე კომლი გაზიფიცირებულია. 
2019 წელს ამ თვალსაზრისით უკვე ყველაფერს დავასრულებთ და დავიწყებთ ორი დიდი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებას, ესენია: წალენჯიხა და ჩხოროწყუ, სადაც მომავალ წელს მკვებავი მილი იქნება შეყვანილი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 
ალექსანდრე მოწერელიამ მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა როგორც გაზიფიცირების, ასევე თხილის კულტურის გადარჩენის საკითხებზე.

გააზიარე