ცხელი ხაზი : 599647050

მომავალი დედებისათვის

 

 მუხლი 8. ახალშობილთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. პროგრამა ითვალისწინებს ბიოლოგიური დედის რიგით პირველ და მეორე ცოცხლადშობილ შვილზე ერთჯერად ფულად დახმარებას 200 ლარის ოდენობით (ტყუპების შეძენისას თანხის გაორმაგებით და ა.შ.);  
 
2. წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) ახალშობილის დაბადებისა და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ცნობა სახელმწიფო განვითარების სააგენტოს წალენჯიხის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ახალშობილის შესახებ. 3. დაფინანსება მოხდება სოციალური კომისიის გადაწყვეტილებით, უნაღდო ანგარიშსწორებით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, ბავშვის დაბადებიდან არაუგვიანეს 6 თვისა.
მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახების  არასრულწლოვან  შვილთა (16 წლამდე) ყოველთვიური ფულადი დახმარება 1. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაცჰყავთოთხიან  მეტი შვილი და წარმოადგენენ: ა) შვილების დაბადების  მოწმობის  ასლებს; ბ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლს – ასეთის  არსებობის შემთხვევაში; გ) ერთერთი მშობლის  პირადობის  მოწმობის  ასლს; დ) პირად საბანკო ანგარიშის  ნომერს. 2. მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100000-ზე დაბალია, თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად  გაიცემა 30 (ოცდაათი) ლარი, ხოლო ოჯახებზე 100000-ზე მეტი სარეიტინგო  ქულით – 50 (ორმოცდაათი) ლარი; 3. დაფინანსება მოხდება  ბენეფიციარისთვის 16 წლის ასაკის შესრულებამდე. 4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის  საფუძველზე დახმარების დანიშვნაზე გადაწყვეტილებას იღებს  სოციალური კომისია.

 

გააზიარე