ცხელი ხაზი : 599647050

მონიტორინგი საბავშვო ბაღებში

23 თებერვალი, 2018

მ/წლის 23 თებერვალს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დარეჯან დადიანმა, საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე მაია მიქავასთან, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დალი კვარცხელიასთან და საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მანანა ჭანიასთან ერთად ჯგალის ადმინისტრაციული ერთეულის N1, N2 და მედანის ადმინისტრაციული ერთეულის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ესტუმრნენ. მონიტორინგის მიზანი იქ არსებული სამუშაო პირობების გაცნობა და შესწავლა იყო. მონიტორინგის შედეგები საკრებულოს წევრებმა გააცნეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას. ბაღებში არსებული მდგომარეობის შესწავლა მომავალშიც გაგრძელდება.

გააზიარე