ცხელი ხაზი : 599647050

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

29 May, 2017

        23 აპრილს ძლიერი ქარის შედეგად ზარალი მიადგა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს. ქარმა მუნიციპალიტეტში 12 მრავალბინიანი კორპუსის სახურავი და 70-მდე კერძო საცხოვრებელი სახლი დააზიანა. აქედან გამომდინარე, მთავრობის განკარგულება #824 საფუძველზე, გამოიყო თანხები ზარალის ასანაზღაურებლად- 564 000 ლარის ოდენობით.
  თუნუქის   სახურავი   გადანაწილდა   როგორც   დაზარალებული   მოსახლეობისათვის  ასევე  დაიწყო   მრავალბინიანი  საცხოვრებელი კორპუსების  გადახურვა.  ამ  ეტაპზე  გადახურვითი სამუშაოები   დასრულების  ფაზაშია,  რომლის  მიმდინარეობაც  ქალაქ  ჯვარის  ტერიტორიაზე  დაათვალიერა  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებელმა  ბესიკ  ფარცვანიამ.   

გააზიარე