ცხელი ხაზი : 599647050

მრჩეველთა საბჭოს სხდომა

14 ნოემბერი, 2017

   ბესიკ ფარცვანია მერის  უფლებამოსილებას  13  ნოემბრიდან ასრულებს. დღეს  14  ნოემბერს კი    წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ  ფარცვანია    მრჩეველთა  საბჭოს  წევრებს  შეხვდა. საბჭოს  სხდომაზე  წევრებმა  მოისმინეს  2017  წლის  ბიუჯეტით  განხორციელებული  პროექტები  და  განიხილეს  2018  წლის  ბიუჯეტით გათვალისწინებული  პროექტები. რომელზეც ისაუბრა მერიის საფინანსო- საბიუჯეტო  სამსახურის  უფროსმა  კორნელი კვარაცხელიამ.

   საბჭოს  წევრმა  ლირა  ღურწკაიამ  კი  ისაუბრა  საჯარო  სკოლების  ინფრასტრუქტურის  გაუმჯობესებასთან  დაკავშირებით.

     შეგახსენებთ, რომ   საკონსულტაციო საბჭო  არის    მერიის  გამჭვირვალობის,      მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო, რომელიც მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

გააზიარე