ცხელი ხაზი : 599647050

მთავარ ბიბლიოთეკასთან შესასვლელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

23 სექტემბერი, 2021

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“  ფარგლებში,   ქალაქ წალენჯიხაში თამარ მეფის ქუჩაზე,  მთავარ ბიბლიოთეკასთან  შესასვლელის მოწყობის სამუშაოები  აქტიურად მიმდინარეობს. ამავე ქუჩაზე პროექტის ფარგლებში, ტროტუარების გამწვანებისა და ტერენტი გრანელის პარკის შესასვლელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

   აღნიშნულ სამუშაოებს  სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს ჰაივეი ასრულებს.   დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.
    სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტს მოიცავს.

ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

 


გააზიარე