ცხელი ხაზი : 599647050

მთავრობის წევრები წალენჯიხას სტუმრობდნენ

8 May, 2017

           წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში  სტუმრად  იმყოფებოდნენ   ვიცე-პრემიერი/განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია. მინისტრებმა  დილიდან  ჯგალის  წმინდა  გიორგის  სახელობის  ტაზარი  მოილოცეს. 

      ალექსანდრე  ჯეჯელავა  ეწვია ასევე  ჯგალის  #1  საჯარო  სკოლას  სადაც  დაესწრო  სპორტულ  შეჯიბრებას  -კალათბურთში.  
       მთავრობის წევრები  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავასთან  და   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის   ხელმძღვანელ  პირებთან ერთად იმყოფებოდნენ  პროფესიულ  კოლეჯ  „ლაკადა“-ში,სადაც  დაათვალიერეს  იქ  არსებული  სასწავლო  პირობები  და  შეხვდნენ  ადგილობრივ  პედაგოგ-მასწავლებლებსა და  მოსწავლეებს.

    განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრმა  ისაუბრა  პროფესიული  განათლების  დადებით  მხარეებზე  და  სწავლების  ხარისხის  გაუმჯობესების  საკითხებზე. კოლეჯში  სტუმრობისას  დამსწრე  საზოგადოებას  მისასალმებელი  სიტყვით  მიმრთეს   ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  გიორგი გახარიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა  ლევან შონიამ  და  წალენჯიხა-ჩხოროწყუს  მაჟორიტარმა  დეპუტატმა  გოგა  გულორდავამ.

     ქალაქ  ჯვარის  კულტურის  სახლში  კი  შეხვედრა  შედგა     წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლების  პედაგოგებთან.  ალექსანდრე  ჯეჯელავამ  ისაუბრა  განათლების  სფეროში  განხორციელებულ  საკითხებზე  და  სამომავლო  გეგმებზე, შეხვედრის  დასასრულს  განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრმა  უპასუხა  პედაგოგების  მიერ  დასმულ  შეკითხვებს.

        მთავრობის  წევრები  ასევე  იმყოფებოდნენ  ენგურჰესის  თაღოვანი  კაშხლის  ადმინისტრაციაში.  

გააზიარე