ცხელი ხაზი : 599647050

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პროექტების განხორციელება გრძელდება

17 ივლისი, 2019

    ✔ მუნიციპალიტეტის  მასშტაბით,  სოფლის   მხარდაჭერის   პროგრამის   ფარგლებში   შერჩეული    პროექტების   განხორციელება  გრძელდება. 
  ✔    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი ბესიკ ფარცვანია,       სამუშაო პროცესებს
 ქალაქ  ჯვარში  აღმაშენებლისა  და  ციმინტიას ქუჩებზე    ადგილზე  გაეცნო. ასევე  დაათვალიერა    მახარიას  უბანში   სასაფლაომდე   მისასვლელი   ხიდბოგირის  მოწყობის დასრულებული სამუშაოები.

 ✔     მახარიას  უბანში   სასაფლაომდე   მისასვლელი   ხიდბოგირის  მოწყობის   სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს  9901  ლარს.

✔   აღმაშენებლის   ქუჩის   საავტომობილო   გზაზე   ბეტონის   საფარის   მოწყობა   მიმდინარეობს, რომლის    სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს  14 096  ლარს.

✔   ციმინტიას ქუჩაზე  კი   ხიდბოგირზე მოაჯირისა  და მისასვლელზე რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა  სრულდება.  სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს    1180  ლარს.

✔  პრიორიტეტები  ადგილობრივ   მოსახლეობასთან   კონსულტაციების   შედეგად  გამოვლინდა.
      მოსახლეობის მიერ შერჩეულ პრიორიტეტებს შორისაა: შიდა გზების მოხრეშვა, სასმელი წყლის სისტემების, სანიაღვრე არხებისა და გარე განათების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა, თავშეყრის ადგილების რეაბილიტაცია და სხვა.  

გააზიარე