ცხელი ხაზი : 599647050

ნაბიჯ-ნაბიჯ უკეთესი მომავლისაკენ

23 May, 2017

  მართლმსაჯულების  რეფორმის  მხარდაჭერასთან  დაკავშირებით, საქართველოს  მთავრობამ  დაიწყო  5 წლიანი  პროექტის  განხორციელება. რომელიც  მიზნად  ისახავს  ყოფილი  პატიმრებისა  და  პრობაციონერების  ხელშეწყობასა და  რეაბილიტაციას.

      ყოფილი  პატიმრები  და  პრობაციონერები  რეგისტრაციის  გასვლის  შემდეგ  გაივლიოან საგანმანათლებლო  2-3 თვიან  კურსებს  გორის  ინტეგრაციის  ცენტრში, ასევე  ქუთაისისა  და  ზუგდიდის  კოლეჯებში.

    ამ  საკითხებთან  დაკავშირებით, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის  დარბაზში  გაიმართა  შეხვედრა  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული   ერთეულის ხელმძღვანელებთან. პრობაციის  სამსახურისა  და  სოციალური  მომსახურების  სააგენტოს  მუშაკებთან.  შეხვედრას  ამავდროულად  ესწრებოდა  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  გამგებლის  მოადგილე  სევერიანე  შეროზია.

       სემინარს    უძღვებოდა  პროექტის  კოორდინატორი  სამეგრელოში  მაია  ჩემია.

გააზიარე