ცხელი ხაზი : 599647050

ნაკიფუს ადმინისტრაციულ ერთეულში წერტილოვანი შეწამვლები დაიწყო

16 May, 2019

აზიური   ფაროსანას   საწინააღმდეგოდ  „მოიზიდე   და   გაანადგურე“  სისტემების   მონტაჟის  შემდეგ, მონიტორინგის  სამსახურის  მიერ  გამოვლენილიქნა  კერები, რომლებიც  მასიურ   შეწამვლას  საჭიროებს.

  აქედან გამომდინარე, დღეს  ნაკიფუს  ადმინისტრაციულ  ერთეულში   სადაც „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები დამონტაჟდა წერტილოვანი შეწამვლები  დაიწყო .

     მიმდინარე  სამუშაოებს   ადგილზე გაეცნენ  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერის   მოადგილე  სევერიანე შეროზია და  მერის  წარმომადგენელი   ნაკიფუს   ადმინისტრაციულ  ერთეულში  ვახტანგ  მოლაშხია.

        ფაროსანას    საწინააღმდგეო    ღონისძიებების   შესახებ   ინფორმაციის   მისაღებად, დაინტერესებულ   პირებს   შესაძლებლობა   აქვთ   გაიარონ   SMS   რეგისტრაცია საკოორდინაციო   მართვის   ცენტრის   ოფიციალურ   ვებგვერდზე - www.parosana.ge   და   გზავნილების   მეშვეობით   მიიღონ   დეტალურ ინფორმაცია  ღონისძიებების   დაწყების   და   განხორციელების   ვადებზე.

გააზიარე