ცხელი ხაზი : 599647050

-ნდობის აღდგენის ხელშეწყობა გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში

5 ივნისი, 2019

ქალთა  საინფორმაციო  ცენტრი  პარტნიორ  ორგანიზაციებთან ერთად ( ზუგდიდში -„ თანაზიარი“), ევროკავშირის  სადამკვირვებლო  მისიის  (EUMM) მხარდაჭერით  ახორციეოლებს  პროექტს -ნდობის  აღდგენის  ხელშეწყობა    გამყოფი  ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში.

       ამ პროექტის  ფარგლებში  განხორციელდა  გამყოფი  ხაზის  მიმდებარე  მოსახლეობის  საჭიროებების  კვლევა.  აღნიშნული  კვლევის  შედეგად  გამოვლენილი  საკითხების  განხილვა  გაიმართა  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის    თვითმმართველობის  სხდომათა  დარბაზში, სადაც  გენდერული  საბჭოს  წევრებსა  და   თვითმმართველობის    წარმომადგენლებს  გააცნეს  კვლევის  შედეგად  გამოვლენილი  საკითხები.

   სხდომას  ესწრებოდა  ელენე  რუსეცკაია, რომელიც           საქართველოში   ქალთა უფლებებისა და გენდერული საკითხების კუთხით, მრავალი პროექტის იდეის ავტორია.

    მისი   ინიციატივით  შეიქმნა გენდერული საინფორმაციო პორტალი, რომელიც 11 წელია ფუნქციონირებს და ხელს უწყობს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში გენდერული საკითხების პოპულარიზაციასა და საზოგადოების ინფორმირებულობას.

გააზიარე