ცხელი ხაზი : 599647050

ოჭანეს უბანში ახალი, ევროპული სტანდარტების დონის საბავშვო ბაღის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

2 ივლისი, 2019

     ოჭანეს   უბანში   ახალი, ევროპული  სტანდარტების   დონის   საბავშვო   ბაღის   მშენებლობა ინტენსიურად   მიმდინარეობს. 

  წლების  მანძილზე   ადგილობრივი  მოსახლეობა  ითხოვდა  თანამედროვე  სტანდარტების  დონეზე  კეთილმოწყობილი  საბავშვო  ბაღის  მშენებლობას.

   საბავშვო  ბაღის  მშენებლობა   ადგილობრივი  ხელისუფლების  აქტიური  მხარდაჭერით   დაიწყო,   რომელიც  დასრულების ფაზაშია.

 პროექტის მიხედვით, მოეწყო   წყალგაყვანილობისა და გათბობის   სისტემები,  პანდუსები.

  ახალ   სასწავლო   წელს   საბავშვო  ბაღის  აღსაზრდელები  ახალ  გარემოში  განაახლებენ  სასწავლო პროცესს.
     ერთსართულიანი შენობა ერთჯგუფიანია და 50-მდე    ბავშვზეა    გათვლილი. 
სახარჯთაღრიცხვო    ღირებულება    შეადგენს    322 430   ლარს   და  ის   რეგიონებში განსახორციელებელი   პროექტების   ფონდიდან   ხორციელდება.

     აღნიშნულ   სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,თ.ბ-კაპიტალი''     სამუშაოებს   ასრულებს.

  მიმდინარე  სამუშაოები   დაათვალიერა   და   არსებულ  მდგომარეობას ადგილზე  გაეცნო    წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის  მერის  პირველმა მოადგილე     ცოტნე   შონია.

გააზიარე