ოჭანეს უბანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
მომავალი წლიდან, ოჭანეს უბანში ახალი, ევროპული სტანდარტების დონის საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ერთსართულიანი შენობა ერთჯგუფიანი და 50-მდე ბავშვზეა გათვლილი.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 322 430 ლარს. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,თ.ბ-კაპიტალი''
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ და მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ.