ცხელი ხაზი : 599647050

ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკის პრევენცია

11 აგვისტო, 2017

დღეს, 11 აგვისტოს  , ჩეხეთის  რესპუბლიკის ,,კარიტასი“-ს,  ონკოპრევენციის ცენტრისა და საინფორმაციო,  სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი ,,თანადგომა“-ს წარმომადგენლებმა, ონკოლოგიური  დაავადებების   ადრეული დიაგნოსტიკის, პრევენციისა და მკურნალობის  ხელშეწყობის  პროექტის  ფარგლებში  მონიტორინგი  ჩაატარეს წალენჯიხელი  მედიკოსებისთვის, რომელსაც  ესწრებოდნენ  პოპულაციის  მიხედვით შერჩეული  სოფლების-ობუჯის, საჩინოს, ეწერის, ფახულანის და ზღვაიას უბნის ოჯახის ექიმები და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები.    

აღნიშნული პროექტის მიზანია, საქართველოში კიბოს ინციდენტობის,კიბოთი გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის  მაჩვენებლის  შემცირება.

 პროექტის  ფინანსურ  მხარდაჭერას  უზრუნველყოფს  ჩეხეთის  განვითარების სააგენტო,რომელსაც ახორციელებს საქართველოს შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.

გააზიარე