ცხელი ხაზი : 599647050

ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს

31 ოქტომბერი, 2019

➡ ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს.

➡მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ თემი და გარემო“-ს დაფინანსებით განხორციელდება.

➡ამბულატორიის პრობლემა მოსახლეობასთან გამართულ "ღია შეხვედრაზე" იქნა წამოჭრილი.

➡აღნიშნულ შეხვედრაზე ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ეს საკითხი გამოკვეთეს.

➡რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობისა და მოგვარებისთვის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად 4 თვეა მიმდინარეობს. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ.

გააზიარე