ცხელი ხაზი : 599647050

ფერომენებისა და მავნებლის მოსაზიდი ხაფანგის გაცემა დაიწყო

28 სექტემბერი, 2017

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობისთვის პრეპარატებისა და ფერომონების (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგის) გაცემა დაიწყო. თითოეულ ოჯახზე თითო ლიტრი პრეპარატი და ფერომონია გათვალისწინებული. პრეპარატების გამოყენებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის, აგრეთვე მავნებელთან ბრძოლის სხვა მეთოდების შესახებ, მოსახლეობას საინფორმაციო მასალებიც მიეწოდება.

გააზიარე