ცხელი ხაზი : 599647050

პოლიგონის უბანში მილხიდის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

13 მარტი, 2018

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის   ჭალეს ადმინისტრაციულ  ერთეულში,  პოლიგონის უბანში  5 მ. სიგრძის ხიდისა   და ლითონის მილხიდის მოწყობის სამუშაოები  მიმდინარეობს.   ამ ტერიტორიაზე  ძლიერი  წვიმების  შედეგად  სავალი  გზის  ნაწილი იტბორებოდა  რაც  მოსახლეობის  გადაადგილებას ხელს  უშლიდა.   სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს    13209 ლარს. სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ ლაკადა-2016“.

  მიმდინარე  სამუშაოები  დაათვალიერა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ  ფარცვანიამ, მასთან ერთად  იმყოფებოდა  მერიის  კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების  განყოფილების უფროსი ელგუჯა ძაძამია..

გააზიარე