ცხელი ხაზი : 599647050

პროფესიულ კოლეჯ „ლაკადა“-ს სასოფლო-სამეურნეო პროგრამების შესასრულებლად ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა

7 April, 2021

გაეროს განვითარების პროგრამა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  აქტიური მხარდაჭერით, ახორციელებენ COVID 19-ის შემდგომი ხელშეწყობის პროგრამებს ექვსი პროფესიული განათლების ინსტიტუტისა და მათი განყოფილებებისათვის მათი სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად აღჭურვილობისა და სხვა ინფრასტრუქტურის ნაკლებობის აღმოფხვის გზით საშემოდგომო მიღების სტუდენტთა გაორმაგებული რაოდენობისათვის.        პროგრამის ფარგლებში, ტექნიკური აღჭურვილობა  გადაეცა პროფესიულ კოლეჯ „ლაკადა“-ს    სასოფლო-სამეურნეო პროგრამების შესასრულებლად („მემცენარე ფერმერი“, „ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი“ და „სატყეო მემანქანე“).

  შეთავაზებული ინიციატივის მიზანია ხელი შეეწყოს სასოფლო-სამეურნეო განხრის პროფესიულ კოლეჯებს, რათა მათი სასწავლო გარემო აღჭურვილობითა და ვორქშოფებით მორგებული იყოს სასოფლო-სამეურნეო კურსებზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კოლეჯი „ლაკადა“-ს სტუმრობდნენ სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის  რეგიონული ოფისის  წარმომადგენლები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ცოტნე შონია,სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წალენჯიხის ფილიალის დირექტორი  ნუგზარ კალანდია და სხვები.


გააზიარე