ცხელი ხაზი : 599647050

რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია

18 დეკემბერი, 2017

ასოციაცია „ათინათის“ ოფისში „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიების მიზანი რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება იყო.

პრეზენტაციას ადგილობრივი  თვითმმართველობების,   ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე  ისაუბრეს   ჰაბის როლსა და ფუნქციაზე , პროექტის სამომავლო გეგმებსა და იმ სავარაუდო სარგებელზე,   რომელსაც რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება მიიღებს.

ღონისძიება ორგანიზებული იყო ასოციაცია „ათინათის“ მიერ, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში. პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ დააფინანსა, რომლის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სახის 110-ზე მეტი აქტივობა და გაიცემა 80-მდე გრანტი.


გააზიარე