ცხელი ხაზი : 599647050

რუსთველისა და ილია ჭავჭავაძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები

29 May, 2017

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, წალენჯიხის გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალურ მოედანზე „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა მნოეწყო. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, სადაც წაკითხულიქნა პოემის სტროფები. ასევე გამოფენილიქნა სხვადასხვა სახის ხელთნაკეთი ნამუშევრები და პორტრეტები. სიმბოლურად ქალაქის მოედანზე გამოჩნდნენ ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლები ეროვნული სამოსით. დღის დასასრულს, ქალაქ ჯვარის კულტურის სახლში წარმოდგენილიქნა ილია ჭავჭავაძის 180 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლი "საუკუნის მკვლელობა", ნოდარ დუმბაძის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მიერ. ავტორი და დამდგმელი რეჟისორი გიორგი სავანელი.

გააზიარე