ცხელი ხაზი : 599647050

რვა  საბავშვო  ბაღში საჩუქრები დარიგდა

20 დეკემბერი, 2017

      საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს მიერ,  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის   , განხორციელდა  პროექტი,მათ შორისაა  საზღვრისპირა  საბავშვო  ბაღები რომლის  ფარგლებშიც          თითოეულზე  გამოყოფილიქნა თანხა   10 000  ლარის  ოდენობით.

    შეძენილიქნა  გარე  და  შიდა  სათამაშოები, რბილი  და  მაგარი  დგამ-ავეჯი,  ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა( მაცივარი, სარეცხი მანქანა, ხორცსაკეპი და  სხვა).

     პროექტი  განხორციელებაში  დიდი  წვლილი შეიტანა     დევნილთა  საარსებო  წყაროების  სააგენტომ.

         აქედან  გამომდინარე, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში  სტუმრად  იმყოფებოდნენ  საქართველოს   ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  იძულებით  გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა  და  ლტოლვილთა  სამინისტროს  მინისტრის მოადგილე მამუკა  ცოტნიაშვილი,  დევნილთა  და  საარსებო  წყაროების  უზრუნველყოფის  სააგენტოს  დირექტორი  ირაკლი  უჯმაჯურიძე ,ასევე  ამ  პროექტის  ორგანიზებაში  ჩართული   უჩა  ვარამაშვილი.

   შეხვედრაზე  იმყოფებოდნენ  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ  ფარცვანია,   ვიცე  მერი  გიორგი  ლუკავა, წალენჯიხის  საკრებულოს  თავმჯდომარის  მოადგილე  დარეჯან  დადიანი     სკოლამდელი  აღზრდის  ცენტრის  დირექტორი  ნატო  კვარაცხელია  და  სხვა  პირები.

    წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერია  და  სკოლამდელი  აღზრდის  ცენტრის  დირექტორი  ნატო  კვარაცხელია, მადლობას  უცხადებს   პროექტის  განხორციელებისათვის  სამინისტროს  და    თითოეულ  მონაწილეს. 

 

გააზიარე