ცხელი ხაზი : 599647050

საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

20 სექტემბერი, 2018

ჯგალისა და მიქავასა ადმინისტრაციულ ერთეულებში,ასევე მაზანდარას ტერიტორიაზე საბავშვო ბაღების მშენებლობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ, მერის პირველმა მოადგილე გიორგი ლუკავამ, სკოლამდელი არზრდის ცენტრის უფროსმა ნატო კვარაცხელიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა ჯემალ კვარაცხელიამ საბავშვო ბაღებში სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. . მშენებლობები თანამედროვე სტანდარტების დონეზე სრულდება. ბაღებში გარემო იქნება 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შესაბამისად აღჭურვილი შიდა და გარე სივრცით. მიქავასა და ჯგალში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის 773 500 ლარი იხარჯება. მაზანდარას საბავშვო ბაღის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება კი შეადგენს-284 800 ლარს. მუნიციპალიტეტში ერთდროულად სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხორციელდება.

გააზიარე