ცხელი ხაზი : 599647050

საბავშვო ბაღებში სწავლა დაიწყო

16 სექტემბერი, 2019

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 34 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დაიწყო,სადაც 1400-მდე აღსაზრდელია. დღესვე საზეიმოდ გაიხსნა ქალაქ წალენჯიხის #4 ( მაზანდარას) საბავშვო ბაღი. სწავლის დაწყება პატარებს და აღმზრდელ მასწავლებლებს მიულოცეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასიამ, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“თავმჯდომარე მაია მიქავამ, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის უფროსმა ნატო კვარაცხელიამ და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაიამ. საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს მაქსიმალურად მომზადებული ხვდებიან. გაიხსნა ახალი ჯგუფები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. უნდა აღინიშნოს, რომ ყოველდღიურად პატარებს განსხვავებული და გაცილებით მრავალფეროვანი მენიუც ექნებათ. 2013 წლიდან დღემდე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 8 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და 28 რეაბილიტირდა.

გააზიარე