ცხელი ხაზი : 599647050

საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის მაგისტრალების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12 ნოემბერი, 2018

    წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის,  საჩინოს  ადმინისტრაციულ ერთეულში    სასმელი   წყლის   მაგისტრალებისა და ქსელების  რეაბილიტაცის სამუშაოები  მიმდინარეობს, რომელსაც ტენდერში   გამარჯვებული  კომპანია  შპს ,,გეოპლასტი'' ასრულებს .

    მიმდინარე  სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან   217  442  ლარით დაფინანსდა.

    ამ პროექტის  განხორციელებით  საჩინოს  ადმინისტრაციულ  ერთეულში  სასმელი  წყლის  მაგისტრალი  სრულად  იქნება  რეაბილიტირებული   რაც განაპირობებს   მოსახლეობის   სასმელი წყლით  უზრუნველყოფას.   

    აღნიშნული   სამუშაოები დაათვალიერეს  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა  ბესიკ  ფარცვანიამ და  მერის  პირველმა  მოადგილე  გიორგი  ლუკავამ.  

 

გააზიარე