ცხელი ხაზი : 599647050

საინფორმაციო შეხვედრა დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით

9 მარტი, 2018

წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  თვითმმართველობის  სხდომათა დარბაზში  შედგა  საინფორმაციო  შეხვედრა, რომელსაც  უძღვებოდნენ დაცული  ტერიტორიების  სააგენტოს  წარმომადგენლები-დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი, მარტვილისა და ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის  დირექტორი ზაზა გაბუნია და WWF პროექტის    მსოფლიო  გარემოს  დაცვის  ფონდის  კავკასიის პროგრამის   კოორდინატორი ლაშა მოისწრაფიშვილი, .რომლებმაც  წარმოადგინეს  პრეზენტაცია დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. 

 

      შეხვედრაზე  აღინიშნა,  რომ  დაცული  ტერიტორიების  სააგენტომ  მოამზადა გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ,  რომლის მიზანია დაცული ტერიტორიების  როლის  შეტანა  კლიმატის ცვლილებასთან მიმართებით ეროვნული სექტორის სტრატეგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო კონვენციებში;

   დაცული  ტერიტორიების შესახებ  ინფორმაცია  სრულადაა  შეტანილი  ასევე  რუკაში, რომლის   მიხედვითაც  ნაჩვენებია  თუ  რამდენად  დიდი  სარგებლობის  მოტანა  შეუძლია  ამ ტერიტორიების  არსებობას  ტურიზმის  განვითარების საკითხში .

       როგორც  აღინიშნა, მრავალდონიანი   რუკის  შექმნა  დაცული   ტერიტორიის  შესახებ,  ხელმისაწვდომს  ხდის სპეციფიკურ  ინფორმაციას  ეროვნულ   პარკებში   არსებული   ბიომრავალფეროვნების, ტურისტული  მარშრუტების  და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ.

  

   

 

 

  

გააზიარე