ცხელი ხაზი : 599647050

საინფორმაციო შეხვედრა გენდერულ საკითხებზე

1 ნოემბერი, 2017

 31 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომელმა კოკა მებონიამ,  გენდერულ  საკითხებზე  და საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების პრევენციის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

    შეხვედრას    ესწრებოდნენ  გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები.   მომხსენებელმა სექსუალური შევიწროების ფორმებზე, არსებულ მითებზე,     ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებზე ისაუბრა. პრეზენტაციის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში,დაესვათ შეკითხვები და განეხილათ მაგალითები.

გააზიარე