ცხელი ხაზი : 599647050

საჯარო სკოლების რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

29 აგვისტო, 2019

     წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში  საჯარო  სკოლების რეაბილიტაცია უწყვეტ რეჟიმში   მიმდინარეობს.    

    სასწავლო გარემოს გაუმჯობესების  ფარგლებში,    საჯარო სკოლებში   სველი წერტილების, კარ-ფანჯრების , დარბაზების ,საკლასო ოთახებისა და  სახურავის რეაბილიტაცია  მიმდინარეობს.

    ფახულანის   #2   საჯარო  სკოლაში სახურავის  სრული  რეაბილიტაცია განხორციელდა, ასევე   იწყება   კარ-ფანჯრების  მოწყობა. სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 24 024 ლარს.   სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული   ი/მ ნიკოლოზ ფიფია ასრულებს .
 

      2019  წელს      სხვადასხვა   სახის   ინფრასტრუქტურული პროექტი 11 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს,   რისთვისაც   რეგიონალური   განვითარებისა   და   ინფრასტრუქტურის სამინისტროდან   გამოყოფილიქნა   თანხა - 403.925 -ის ოდენობით. 

    საქართველოს   მთავრობის   გადაწყვეტილებით,   განათლების   სამინისტრომ სკოლებში   ინფრასტრუქტურული   პროექტების   განხორციელების უფლებამოსილება დელეგირების  წესით   ადგილობრივ   თვითმართველობას   გადასცა.

 

  სარეაბილიტაციო  სამუშაოები  საჯარო  სკოლებში   სასწავლო   წლის  დაწყებამდე დასრულდება,    

 


გააზიარე