ცხელი ხაზი : 599647050

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

15 სექტემბერი, 2017

წალენჯიხის   მუნიციპალიტეტის გამგებელი  ბესიკ ფარცვანია , საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლირა ღურწკაია, პედაგოგი ნინო კვარაცხელია    და  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრი, ქალაქ ჯვარის  მაჟორიტარი დეპუტატი დარეჯან დადიანი საჯარო სკოლებში  იმყოფებოდნენ.  

      ხელისუფლების წარმომადგენლებმა    რესურსცენტრის  ხელმძღვანელებთან ერთად  მოსწავლეებს,  მასწავლებლებსა   და  პირველ კლასელებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებული  უსურვეს.

     ახალი სასწავლო წელი   წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში განახლდა.

        პირველკლასელებმა     წიგნებთან ერთად,     გაუმჯობესებული სისტემის მქონე ნეთბუკები მიიღეს.

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში  წელს  315-მა  პირველკლასელმა შეაღო სასწავლებლის კარი.  

გააზიარე