ცხელი ხაზი : 599647050

საჯარო სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

17 სექტემბერი, 2018

      დღეს , 17   სექტემბერს, საჯარო სკოლებში  და  სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

       ყველა პირველკლასელს გადაეცა ახალი ნეტბუქები და სასწავლო სახელმძღვანელოები.

        წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერმა   ბესიკ ფარცვანიამ ,   მერის მოადგილე სევერიანე შეროზიამ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანმა, ქალაქ ჯვარის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოჩა ლიპარტიამ და  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ    სწავლის დაწყება მიულოცეს  მოსწავლეებსა და პედაგოგებს.        

         მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ასევე იმყოფებოდნენ  საბავშვო ბაღებში, სადაც პატარა აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებში და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში   ბავშვებს ყველანაირი პირობა აქვთ მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ.


გააზიარე