ცხელი ხაზი : 599647050

საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

29 ივლისი, 2019

    ➡️    წალენჯიხის   მუნიციპალიტეტში   საჯარო   სკოლების   რეაბილიტაცია  დაიწყო.

  ➡️    ჯგალის  #1 საჯარო   სკოლა     ერთ-ერთია   იმ   სკოლებს შორის, სადაც წელს თანამედროვე   საგანმანათლებლო   სტანდარტებზე   დაყრდნობით ინფრასტრუქტურული   ცვლილებები   განხორციელდება. სკოლაში  სამივე  სართულზე  იცვლება  კარები, რეაბილიტაცია უტარდება  ფოიესა და  დარბაზს.

   ➡️    სახარჯთაღრიცხვო  ღირებულება  შეადგენს   30  030 ლარს.  სამუშაოებს     შპს  სამშენებლო კომპანია ბინგო  ასრულებს.
 ➡️  სკოლაში  არსებულ  მდგომარეობას   ადგილზე  გაეცნენ  წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის  მერი  ბესიკ ფარცვანია და  მერის  მოადგილე  სევერიანე შეროზია.

 ➡️  საჯარო  სკოლებში   მოწესრიგდება  სველი   წერტილები, მოეწყობა საკლასო ოთახები, პანდუსები, გათბობის სისტემები, კარ-ფანჯრები   და   სხვა.
➡️ სრული  რეაბილიტაცია  იმ  სკოლებს  ჩაუტარდებათ, სადაც  წლების  მანძილზე ამოტრიზებული  მდგომარეობა  იყო.
➡️ ახალ  სასწავლო  წელს   მოსწავლე-მასწავლებლები   კეთილმოწყობილ   გარემოში   შეუდგებიან   სასწავლო   პროცესს.

გააზიარე